მოლდოვის ადმინისტრაციული დაყოფა
მოლდოვის ადმინისტრაციული დაყოფა — მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სისტემა. მოლდოვის თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სისტემა რეგულირდება 2001 წლის 27 დეკემბრის კანონით № 764 „მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“. ამ კანონის თანახმად, მოლდოვა მოიცავს 32 რაიონს, ავტონომურ ტერიტორიულ წარმონაქმნ გაგაუზიას, დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და 3 მუნიციპალიტეტს: კიშინიოვს, ბელცისა და ბენდერის (კიდევ 2 მუნიციპალიტეტი — კომრატი და ტირასპოლი — შესაბამისად შედის გაგაუზიის ავტონომიური ტერიტორიული წარმონაქმნისა და დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შემადგენლობაში). ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით მოლდოვა უნიტარული სახელმწიფოა.
რაიონები, მუნიციპალიტეტები და ავტონომური ტერიტორიული წარმონაქმნები იყოფა ქალაქებად, კომუნებად და სოფლებად. კომუნები შედგება ორი და უფრო მეტი სოფლისგან. რაიონებისა და კომუნების ცენტრებს ეწოდებათ ქალაქი-რეზიდენციები ან სოფელი-რეზიდენციები შესაბამისად. მოლდოვის დედაქალაქი — ქალაქი კიშინიოვი — დაყოფილია სექტორებად, რომლებიც იყოფა ქალაქებად, კომუნებად და სოფლებად.[1]
დნესტრის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები და ბენდერის მუნიციპალიტეტები დე-ფაქტოდ იმართება დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის არაღიარებული სახელმწიფოს მიერ (დმრ). დმრ-ს აქვს საკუთარი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, რომელიც არ შეესაბამება მოლდოვის რესპუბლიკის კანონის მიერ დაწესებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებამუნიციპალიტეტები | ქალაქები და კომუნები |
---|---|
კიშინიოვი (Chişinău) | სექტორი ბოტანიკა (Botanica): ქ. სინჯერა (Sîngera), კ. ბეჩოი (Băcioi) სექტორი ბუიუკანი (Buiucani): ქ. ვატრა (Vatra), ქ. დურლეშტი (Durleşti), კ. გიდიღიჩი (Ghidighici), კ. კონდრიცა (Condriţa), კ. ტრუშენი (Truşeni) სექტორი ჩენტრუ (Centru): ქ. კოდრუ (Codru) სექტორი ჩოკანა (Ciocana): ქ. ვადულ-ლუი-ვოდე (Vadul lui Vodă), კ. ბუბუეჩი (Bubuieci), ბუდეშტი (Budeşti), კოლონიცა (Coloniţa), კრუზეშტი (Cruzeşti), ტოჰატინი (Tohatin) სექტორი რიშკანი: ქ. კრიკოვა (Cricova), к. გრეტიეშტი (Grătieşti), კ. სტეუჩენი (Stăuceni), კ. ჩორესკუ (Ciorescu) |
ბელცი (Bălţi) | კ. ელიზავეტა (Elizaveta), კ. სადოვოე (Sadovoe) |
ბენდერი (Bender)[შენიშვნა 1] | კ. პროტიაგაილოვკა (Proteagailovca) |
კომრატი (Comrat)[შენიშვნა 2] | |
ტირასპოლი (Tiraspol)[შენიშვნა 3] |
№ | მუნიციპალიტეტის სახელწოდება ქართულად (ორიგინალურ ენაზე) |
ქალაქი-რეზიდენცია ქართულად (ორიგინალურ ენაზე) |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ადამ. (2004) |
სიმჭიდროვე, კაცი/კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | ბენდერი (Bender)[შენიშვნა 4] | ბენდერი (Bender) | 97 | 93 000 (2011) | 958,76 |
2 | ბელცი (Bălţi) | ბელცი (Bălţi) | 78,01 | 127 561 | 1635,19 |
3 | კიშინიოვი (Chişinău) | კიშინიოვი (Chişinău) | 571,64 | 712 218 | 1245,92 |
რაიონები
რედაქტირებამოლდოვის რესპუბლიკა დაყოფილია 32 რაიონად, რომელთაგან თითოეულსაც საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი აქვს, რომელსაც ქალაქი-რეზიდენცია ეწოდება. რაიონი — მეორე დონის ერთეულია, ხოლო ქალაქი-რეზიდენცია — პირველი დონის.
№ | რაიონის სახელწოდება ქართულად (ორიგინალურ ენაზე) |
ქალაქი-რეზიდენცია ქართულად (ორიგინალურ ენაზე) |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ადამ. (2004) |
სიმჭიდროვე, კაცი/კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | ანენი-ნოის რაიონი (Raionul Anenii Noi) | ანენი-ნოი (Anenii Noi) | 887,62 | 81 710 | 92,06 |
2 | ბასარაბეასკის რაიონი (Raionul Basarabeasca) | ბასარაბეასკა (Basarabeasca) | 294,54 | 28 978 | 98,38 |
3 | ბრიჩენის რაიონი (Raionul Briceni) | ბრიჩენი (Briceni) | 814,44 | 78 027 | 95,80 |
4 | კაჰულის რაიონი (Raionul Cahul) | კაჰული (Cahul) | 1545,28 | 119 231 | 77,16 |
5 | კანტემირის რაიონი (Raionul Cantemir) | კანტემირი (Cantemir) | 867,86 | 60 001 | 69,14 |
6 | კელერაშის რაიონი (Raionul Călăraşi) | კელერაში (Călăraşi) | 753,55 | 75 075 | 99,63 |
7 | კეუშენის რაიონი (Raionul Căuşeni) | კეუშენი (Căuşeni) | 1185,16 | 90 612 | 76,46 |
8 | ჩიმიშლიის რაიონი (Raionul Cimişlia) | ჩიმიშლია (Cimişlia) | 923,70 | 60 925 | 65,96 |
9 | კრიულენის რაიონი (Raionul Criuleni) | კრიულენი (Criuleni) | 687,95 | 72 254 | 105,03 |
10 | დონდუშენის რაიონი (Raionul Donduşeni) | დონდუშენი (Donduşeni) | 644,12 | 46 442 | 72,10 |
11 | დროკიის რაიონი (Raionul Drochia) | დროკია (Drochia) | 999,91 | 87 092 | 87,10 |
12 | დუბესარის რაიონი (Raionul Dubăsari) | კოჩიერი (Cocieri) | 309,22 | 34 015 | 110,00 |
13 | ედინეცის რაიონი (Raionul Edineţ) | ედინეცი (Edineţ) | 932,92 | 81 390 | 87,24 |
14 | ფელეშტის რაიონი (Raionul Făleşti) | ფელეშტი (Făleşti) | 1072,60 | 90 320 | 84,21 |
15 | ფლორეშტის რაიონი (Raionul Floreşti) | ფლორეშტი (Floreşti) | 1108,19 | 89 389 | 80,66 |
16 | გლოდენის რაიონი (Raionul Glodeni) | გლოდენი (Glodeni) | 754,18 | 60 975 | 80,85 |
17 | ჰინჩეშტის რაიონი (Raionul Hînceşti) | ჰინჩეშტი (Hînceşti) | 1475, 13 | 119 762 | 81,35 |
18 | იალოვენის რაიონი (Raionul Ialoveni) | იალოვენი (Ialoveni) | 783,49 | 97 704 | 124,70 |
19 | ლეოვის რაიონი (Raionul Leova) | ლეოვა (Leova) | 764,73 | 51 056 | 66,76 |
20 | ნისპორენის რაიონი (Raionul Nisporeni) | ნისპორენი (Nisporeni) | 629,02 | 64 924 | 103,21 |
21 | ოკნიცის რაიონი (Raionul Ocniţa) | ოკნიცა (Ocniţa) | 597,47 | 56 510 | 94,58 |
22 | ორჰეის რაიონი (Raionul Orhei) | ორჰეი (Orhei) | 1228,31 | 116 271 | 94,66 |
23 | რეზინის რაიონი (Raionul Rezina) | რეზინა (Rezina) | 621,79 | 48 105 | 77,37 |
24 | რიშკანის რაიონი (Raionul Rîşcani) | რიშკანი (Rîşcani) | 936,03 | 69 454 | 74,20 |
25 | სინჯერეის რაიონი (Raionul Sîngerei) | სინჯერეი (Sîngerei) | 1033,71 | 87 153 | 84,31 |
26 | სოროკის რაიონი (Raionul Soroca) | სოროკა (Soroca) | 1042,99 | 94 986 | 91,07 |
27 | სტრეშენის რაიონი (Raionul Străşeni) | სტრეშენი (Străşeni) | 729,12 | 88 900 | 121,93 |
28 | შოლდენეშტის რაიონი (Raionul Şoldăneşti) | შოლდენეშტი (Şoldăneşti) | 598,37 | 42 227 | 70,57 |
29 | შტეფან-ვოდეს რაიონი (Raionul Ştefan-Vodă) | შტეფან-ვოდე (Ştefan-Vodă) | 998,38 | 70 594 | 70,71 |
30 | ტარაკლიის რაიონი (Raionul Taraclia) | ტარაკლია (Taraclia) | 673,69 | 43 154 | 64,06 |
31 | ტელენეშტის რაიონი (Raionul Teleneşti) | ტელენეშტი (Teleneşti) | 848,62 | 70 126 | 82,64 |
32 | უნგენის რაიონი (Raionul Ungheni) | უნგენი (Ungheni) | 1082,62 | 110 545 | 102,11 |
სულ | 27 821,71 | 2 387 907 | 85,83 |
შენიშვნები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კანონი Nr. 764 — 27.12.2001 „მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2012-10-07.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 2001 წლის 27 დეკემბრის კანონი „მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“ დაარქივებული 2014-12-07 საიტზე Wayback Machine.
- 2003 წლის კანონი „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ დაარქივებული 26.12.2005, საიტზე Wayback Machine.
- ნაწყვეტები 1998 წლის 12 ნოემბრის კანონიდან „მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“