ბარნაბ ეძგვერაძე
ბარნაბ სიმონის ძე ეძგვერაძე (დ. 8 მარტი, 1884, სოფ. გუბი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, — გ. აპრილი, 1966) — ქართველი ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული მუშაკი.
1902 წელს თბილისში ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში. 1903 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკების) პარტიის წევრი. იყო გლეხთა სოციალ-დემოკრატიული წრეების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ორჯერ იყო დაპატიმრებული. 1908 წელს მშობლიურ სოფელ გუბში გახსნა სასადილო, რომელსაც ბოლშევიკები კონსპირაციისთვის იყენებდნენ. 1918-1920 წლებში მონაწილეობდა ბრძოლაში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რისთვისაც ორჯერ დააპატიმრეს. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ იყო ჯერ გუბის, შემდეგ სვირის რევკომის თავმჯდომარე. 1922 წლიდან ასრულებდა სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოს. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1956).[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 259.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/406759/1/Komunisti_1956_N76.pdf გაზ. „კომუნისტი“, 1956, №76. — გვ. 1.