ბარიკადები (ლატვია)

ბარიკადები
სსრკ-ის დაშლის ნაწილი

1991 წლის ბარიკადები რიგის ქუჩებში.
თარიღი 13–27 იანვარი 1991
მდებარეობა ლატვიის დროშა ლატვია, ძირითადად რიგა
შედეგი ლატვიის გამარჯვება
დანაკარგები
2 პოლიციელი და 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა
4 პოლიციელი და 10 სამოქალაქო პირი დაშავდა [nb 1]
უცნობია
  1. მათ შორის უცხოელი ჟურნალისტები
ბარიკადები ვიკისაწყობში

ბარიკადები (ლატვ. Barikādes) — 1991 წლის იანვარში მომხდარი დაპირისპირებათა სერია ლატვიის რესპუბლიკასა და სსრკ-ის შორის, რომელიც ძირითადად რიგაში მიმდინარეობდა. მოვლენა ატარებს 13 იანვრიდან 27 იანვრამდე მოსახლეობის ძალისხმევას ბარიკადების მშენებლობისა და დაცვის მხრივ. ლატვია, რომელმაც ერთი წლით ადრე საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, მოელოდა, რომ საბჭოთა კავშირი შეეცდებოდა ძალით ქვეყანაზე კონტროლის აღდგენას. იანვრის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა „ომონმა“ თავდასხმა დაიწყო, ადგილობრივმა მთავრობამ ხალხს ბარიკადების აშენებისკენ მოუწოდა, შესაძლო სამიზნეების დაცვისთვის (ძირითადად დედაქალაქ რიგის და მის მახლობლად მდებარე ულბროკის, ასევე კულდიგას და ლიეპაიას). შემდგომში, ექვსი ადამიანი დაიღუპა თავდასხმების დროს, რამდენიმე დაიჭრა სროლების დროს ან ნაცემი იყო „ომონი“-ს მიერ. დაღუპულების უმრავლესობა 20 იანვარს, ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე განხორციელებული საბჭოთა თავდასხმის დროს დახვრიტეს. ერთი ადამიანი დაიღუპა ბარიკადების მშენებლობისას. საბჭოთა მხარდამჭერებს შორის მსხვერპლი სავარაუდოა, მაგრამ ზუსტი რაოდენობა უცნობია. სულ 15 611 ადამიანი დარეგისტრირდა, როგორც ბარიკადის მონაწილე, მაგრამ სხვა მონაცემებით, მონაწილე ლატვიელთა რიცხვი 32 000-ზე მეტი იყო.[1]

  1. Zaltāns, Kaspars. (March 8, 2016) Latvia’s Barricades of Freedom – What Do They Mean 25 Years On?. ციტირების თარიღი: February 6, 2018