ბანჯარბარუ
ბანჯარბარუ (ინდონ. Banjarbaru) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ კალიმანტანზე, სამხრეთ კალიმანტანის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ ბანჯარმასინიდან 35 კმ–ით სამხრეთ–აღმოსავლეთით. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 199 359 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბანჯარბარუ ინდონ. Banjarbaru | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
პროვინცია | სამხრეთი კალიმანტანი | ||
შიდა დაყოფა | Cempaka[1] , Landasan Ulin[1] , South Banjarbaru[1] , Liang Anggang[1] და North Banjarbaru[1] | ||
კოორდინატები | 3°28′00″ ს. გ. 114°45′00″ ა. გ. / 3.46667° ს. გ. 114.75000° ა. გ. | ||
დაარსდა | 11 ნოემბერი, 1975 | ||
ფართობი | 371 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 23 მ | ||
მოსახლეობა | 199 359 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 540 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
ოფიციალური საიტი | banjarbarukota.go.id | ||
ქალაქი გაშენებულია სამხრეთ კალიმანტანის მთავარი გზების კვეთის ადგილას, მერატუსის მთის ძირში. ტერიტორიის 80%–ის სიმაღლე ზღვის დონიდან 0–25 მეტრს შორის მერყეობს, თუმცა ზოგიერთი ადგილი 500 მეტრს აღწევს.
ეკონომიკური საქმიანობის მთავარი ელემენტებია კერამიკა, სარესტორნო და სასტუმროების საქმე (21.7%), მომსახურება (16.3%), მშენებლობა (16.3%), მრეწველობა (15.7%) და სამთო–მოპოვებითი საქმე (8.7%), სოფლის მეურნეობის წილი 4.9%–ია.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-05-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ Banjarbaru economic sectors 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-12. ციტირების თარიღი: 2012-12-15.