ბანძის სინაგოგა
ბანძის სინაგოგა – აჯიაშვილთა ე.წ. ბეით ქნესეთ, „თავშეყრის სახლი“, ბეით თფილა, „ლოცვის სახლი“ — ებრაელთა სამლოცველო სახლი სინაგოგა სოფელ ბანძაში, (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ე. წ. ებრაელების უბანში. აშენდა XX საუკუნის დასაწყისში. დღეს სინაგოგა არ არის მოქმედი და დაკეტილია. [1]
ბანძის სინაგოგა;
ისტორია
რედაქტირებადასავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ებრაულმა მოსახლეობამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი და დამკვიდრდა ყულევში, ქუთაისში, ფოთში, სენაკსა და მოგვიანებით ბანძაში.
XVIII საუკუნეში ბანძა დასავლეთ საქართველოში დაწინაურებული კერა იყო. აქ ჩამოსახლებულმა თავადმა ფაღავამ, მხარის ეკონომიკური ცხოვრების გასაგრმავებლად ჩამოიყვანა ებრაელი სოვდაგრის ერთი ოჯახი. თავადმა ფაღავამ ებრაელის მიმართ საკმაოდ თვალსაჩინო შეღავათები გაავრცელა.ამ ოჯახს მალე რამდენიმე ახალი კომლიც მოჰყვა. აშენდა ადგილზე მცირე სამლოცველო, გაიხსნა ებრაელთა სასაფლაოც. XX საუკუნის დასაწყისში აიგო მაღალი არქიტექტურული სამლოცველო ნაგებობა — სინაგოგა. ებრაელები მტკიცედ დაფუძდნენ ბანძაში.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ებრაელებმა დატოვეს ბანძა, დაემშვიდობნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მეზობლებს, მეგობრებს, სთხოვეს სინაგოგას და სასაფლაოს მოვლა და წავიდნენ თავიანთ აღთქმულ ქვეყანაში, ისრაელში.[2]
სინაგოგა დღემდე ხელშეუხებლად დგას ბანძაში.
გალერეა
რედაქტირება-
აღმოსავლეთი ფასადი
გიორგი ათათიას ფოტო -
ჩრდილოეთი ფასადი
გიორგი ათათიას ფოტო -
ხედი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან
გიორგი ათათიას ფოტო -
აღმოსავლეთი ფასადი
გიორგი ათათიას ფოტო -
აღმოსავლეთი ფასადი
გიორგი ათათიას ფოტო -
ხედი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან
გიორგი ათათიას ფოტო -
დავითის ვარსკვლავი ბანძის სინაგოგის კარიბჭეზე
გიორგი ათათიას ფოტო -
სინაგოგა
გიორგი ათათიას ფოტო -
სინაგოგის სარკმელი
გიორგი ათათიას ფოტო
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5182
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სინაგოგა ბანძაში. Синагога в с. Бандза
- ↑ მარტვილი. კულტურული ძეგლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-18. ციტირების თარიღი: 2013-01-24.