ანტონიო ბანდერასი

(გადამისამართდა გვერდიდან ბანდერასი, ანტონიო)

ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი (ესპ. José Antonio Domínguez Banderas; დ. 10 აგვისტო, 1960, მალაგა) — ესპანელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მომღერალი. სამსახიობო კარიერა პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით დაიწყო, შემდეგ კი მოღვაწეობა ჰოლივუდში განაგრძო და ითამაშა 1990-იანი წლების ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა „ფილადელფია“, „ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები“, „დაქირავებული მკვლელები“, „ევიტა“, „ზოროს ნიღაბი“ და სხვა.

ანტონიო ბანდერასი

ანტონიო ბანდერასი 2014 წელს
დაბადების სახელი ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1960 (1960-08-10) (63 წლის)
მალაგა, ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მომღერალი, მოცეკვავე
აქტიური 1982-დღემდე
მეუღლე(ები) ანა ლეზა (1987-1996)
მელანი გრიფიტი (1996-2014)

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1988 ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე Mujeres al borde de un ataque de nervios კარლოსი
1993 ფილადელფია Philadelphia მიგელ ალვარესი
1994 ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები Interview with the Vampire: The Vampire Chronicles არმანი
1995 სასოწარკვეთილი Desperado ელ მარიაჩი
1995 დაქირავებული მკვლელები Assassins მიგელ ბეინი
1996 ევიტა Evita ჩე
1998 ზოროს ნიღაბი The Mask of Zorro ზორო
1999 მეცამეტე მეომარი The 13th Warrior აჰმად იბნ ფალდანი
2001 ორიგინალური ცოდვა Original Sin ლუის ვარგასი
2002 ფრიდა Frida დევიდ ალფარო სიკერიოსი
2010 შენ გაიცნობ მაღალ შავგრემან უცნობს You Will Meet a Tall Dark Stranger გრეგ კლიმენტი
2011 კანი, რომელშიც ვცხოვრობ La piel que habito რობერტ ლედგრადი
2012 რუბი სპარქსი Ruby Sparks მორტი
2013 მაჩეტე კლავს Machete Kills გრეგორი კორტეზი
2014 შეუჩერებელნი 3 The Expendables 3 გალგო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება