ზოროს ნიღაბი
ზოროს ნიღაბი (ინგლ. The Mask of Zorro) — 1998 წლის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ჯონსტონ მაკკულის პერსონაჟ ზოროს თავგადასავლებზე. ფილმი გადაიღო მარტინ კემპბელმა. მასში მთავარ როლებს ასრულებენ: ენტონი ჰოპკინზი, ანტონიო ბანდერასი, კათრინ ზიტა-ჯონზი და სხვა. აშშ-ში ფილმი გამოუშვეს 1998 წლის 17 ივლისს, რასაც მოჰყვა როგორც ფინანსური, ასევე კრიტიკული წარმატება. ფილმის გაგრძელება — „ლეგენდა ზოროზე“, 2005 წელს გამოვიდა. მისი რეჟისორი კვლავ კემპბელია.
ზოროს ნიღაბი The Mask of Zorro | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, კომედია, რომანტიკული, ვესტერნი |
რეჟისორი | მარტინ კემპბელი |
პროდიუსერი |
დაგ კლეიბორნი დევიდ ფოსტერი |
სცენარის ავტორი | ტედ ელიოტი, ტერი როსიო, ჯონ ესკოუ |
როლებში | ენტონი ჰოპკინზი, ანტონიო ბანდერასი, კათრინ ზიტა-ჯონზი |
კომპოზიტორი | ჯეიმზ ჰორნერი |
მონტაჟი | ტომ ნობლი |
სტუდია |
TriStar Pictures Amblin Entertainment Zorro Productions, Inc. David Foster Productions |
დისტრიბუტორი | Sony Pictures Entertainment |
გამოსვლის თარიღი | 17 ივლისი, 1998 |
ხანგრძლივობა | 136 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $96 მილიონი |
შემოსავალი | $250,288,523 |
შემდეგი: | „ლეგენდა ზოროზე“ |
როლებშირედაქტირება
- ანტონიო ბანდერასი — ზორო
- ენტონი ჰოპკინზი — დონ დიეგო დე ლა ვეგა
- კათრინ ზიტა-ჯონზი — ელენა მონტერო
- სტიუარტ უილსონი — დონ რაფაელ მონტერო