ბანარი, კოირი, ქოქოსის ბოჭკოქოქოსის პალმის ნაყოფის გარსის შუა შრისგან - მეზოკარპიუმისაგან მიღებული ბოჭკო. ბანარის ბოჭკო მოწითალო-ყავისფერია, გამერქნებული, 15-33 სმ სიგრძისა და 0,05-0,3 მმ სისქის. კარგი ხარისხის ბოჭკო მიიღება მკვახე ნაყოფისაგან. იყენებენ ჯაგრისების, ჭილოფების, ბაგირების და სხვა ნივთების დასამზადებლად. ბანარის წარმოებას ძირითადად მისდევენ ინდოეთში და კუნძულ შრი-ლანკაზე.

ლიტერატურა რედაქტირება