ბანანა
ბანანა (ფრანგ. Banana) — ქალაქი და საზღვაო ნავსადგური ცენტრალური კონგოს პროვინციაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
გეოგრაფია
რედაქტირებანავსადგური განლაგებულია მდინარე კონგოს ჩრდილოეთ სანაპიროზე და ოკეანიდან 3 კილომეტრის სიგრძისა და 400 მეტრი სიგანის შესართავითაა დაშორებული. ნავსადგურიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ქალაქი მუანდა, რომელსაც სანაპირო გზა მიუყვება. სარკინიგზო სადგური ბანანაში არ არის, უახლოესი აეროპორტი კი მუანდაში მდებარეობს.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი ბანანა დაარსდა XIX საუკუნეში, როგორც ნავსადგური და ძირითადად გამოიყენებოდა მონათვაჭრობითვის. 1879 წელს ბანანაში ექსპედიციით ჩამოვიდა ჰენრი მორტონ სტენლი, ბელგიის მეფის ლეოპოლდ II დაფინანსებით.
ბერლინის კონფერენციის შემდეგ, ევროპულმა სახელმწიფოებმა აღიარეს, რომ მდინარე კონგოს აუზი ბელგიელებს ეკუთნოდათ და 1885 წელს ბანანაში ჩატარებულ ცერემონიაზე მეფემ გამოაცხადა კონგოს თავისუფალი რესპუბლიკის შექმნის შესახებ[2][3], რამაც საფუძველი დაუდო აფრიკის კოლონიზაციას. ბანანა იყო ბელგიური კონგოს მთავარი საზღვაო ბაზა დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.
2009 წელს ბანანას ნავსადგურში დააკავეს გემი „რიონი“,რომლის ეკიპაჟზე 10 უკრაინის მოქალაქე იმყოფებოდა. მეზღვაურებს ნაპირზე გადასვლის უფლებას არ აძლევდნენ[4]. შედეგად ერთი ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა. მეზღვაურებმა კი მხოლოდ 9 თვის შემდეგ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. გემი ჩაიძირა სანაპიროსთან და ის ფაქტობრივად გაძარცულია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Banana, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
- ↑ Banana, Democratic Republic of the Congo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2011-05-13.
- ↑ Congo River: Congo River Basin. ციტირების თარიღი: 2011-05-13.[მკვდარი ბმული]
- ↑ Максим Кошелев, Виталий Зятковский. (22 июля 2009) Экипаж судна "Риони", стоящего на рейде в Конго, не отпускают на берег. Подробности. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2011-05-13.