ბანაკი მთაში
„ბანაკი მთაში“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ალექსანდრე თაყაიშვილი |
სცენარის ავტორი | აკაკი ბელიაშვილი |
ოპერატორი | ფერდინანდ გეგელე |
მხატვარი | მიხეილ გოცირიძე |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1930 |
ხანგრძლივობა | 73 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი მოგვითხრობს პიონერთა აქტიურ გამოხმაურებაზე გაზეთ "პრავდის" მოწოდების მიმართ, რომელიც სამკურნალო მცენარეთა მოგროვებას ეხებოდა. მთიან სოფელში დაბანაკებული პიონერთა რაზმი გულმოდგინედ შრომობს და თან თავის რიგებში იზიდავს ტყის დარაჯის მანამდე მიუკარებელ შვილს.[1]
როლებში
რედაქტირება- ი. კუხალეიშვილი (ტყის მცველი)
- ვ. გამრეკელი (ტყის მცველის მეუღლე)
- ი. დემეტრაშვილი (ლეო–ტყის მცველის შვილი)
- მ. ჩიქოვანი (პიონერხელმძღვანელი)
- ო. ერშოვა (მძღოლის თანაშემწე)
- დ. დიდებულიძე (საბჭოს თავმჯდომარე)