მიხეილ გერასიმეს ძე გოცირიძე (დ. 8 ნოემბერი, 1901, თბილისი, – გ. 25 მაისი, 1975, იქვე) – ქართველი სცენოგრაფი, კინოს მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1962).

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1922-25). 1923 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1925 წლიდან მხატვრად მუშაობდა თბილისის თეატრებში. გააფორმა სხვადასხვა სპექტაკლი თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში და სხვ. 1929 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარი; გააფორმა ფილმები: „ბანაკი მთაში“ (1930), „უდაბნო“ (1932), „უჟმური“ (1934), „მდინარის იქით“ (1935), „ორი მეგობარი“ (1936), „ქაჯეთი“ (1936), „დაგვიანებული სასიძო“ (1939), „გიორგი სააკაძე“ (1942–43), „ქალის ტვირთი“ (1957), „ორი ოჯახი“ (1958) და სხვ. ასევე მუშაობდა დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება