ბამენდა (ასევე ცნობილია, როგორც აბაკვა და მანკონი) (ფრანგ. Bamenda) — ქალაქი კამერუნში, ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის და მეზამის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 269 530 ადამიანს.[1][2] ქალაქი მდებარეობს 366 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით კამერუნის დედაქალაქ იაუნდედან და ცნობილია მისი გრილი კლიმატით, ბორცვიანი ადგილებით და მოხერხებული მდგომარეობით.

ქალაქი
ბამენდა
ფრანგ. Bamenda

ქალაქის ხედი ავტოგზიდან
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
რეგიონი ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი
კოორდინატები 5°56′00″ ჩ. გ. 10°10′00″ ა. გ. / 5.93333° ჩ. გ. 10.16667° ა. გ. / 5.93333; 10.16667
ცენტრის სიმაღლე 1614
მოსახლეობა 269 530 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+1
ბამენდა — კამერუნი
ბამენდა

როგორც სხვა ნებისმიერი რეგიონის ცენტრში, ბამენდაშიც გახსნილია ბევრი ბაზარი, ბანკი და ოფისი. მრეწველობის ძირითადი დარგია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება, პირველ რიგში ყავის.

ბამენდაში მდებარეობს კულტურის რამდენიმე ობიექტი, როგორიცაა მანკონის სასახლე, ახლახან აშენებული მუზეუმით, ასევე ბალის სასახლე, რომლის ტერიტორიაზე არსებობს ძველი არქიტექტურული ნაგებობები.