ბალეტოს მყინვარი
ბალეტოს მყინვარი (ინგლ. Balletto Glacier) — მყინვარი ტანზანიაში, კილიმანჯაროს სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ბალეტოს მყინვარის ამჟამინდელი სიგრძე 40 კმ-ს აღწევს. წარმოადგენს მყინვარული გუმბათის პატარა ნარჩენს, რომელიც ოდესღაც აგვირგვინებდა კილიმანჯაროს მწვერვალს.[1] მყინვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 5400–5000 მ სიმაღლეზე. ბალეტოს მყინვარი გაწოლილია უზარმაზარ, 1200 მ სიმაღლის გვერდითი ქანის კედელზე, რომელიც ცნობილია „შენგრეული კედლის“ სახელწოდებით და დაიმონდის მყინვარის ქვემოთ. ორ მყინვარს ერთმანეთთან აკავშირებს ვეებერთელა ლოლუა, რომელიც კლდოვან ფლატეზე 90 მ-ზე კიდია. მყინვარი უკან იხევს.[2]
ბალეტოს მყინვარი
| |
---|---|
ინგლ. Balletto Glacier | |
ბალეტოს მყინვარი კილიმანჯაროს ფონზე | |
კოორდინატები: 03°04′50″ ს. გ. 37°20′42″ ა. გ. / 3.08056° ს. გ. 37.34500° ა. გ. | |
ქვეყანა | ტანზანია |
სიგრძე | 40 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Young, James A.T.. Glaciers of the Middle East and Africa - Glaciers of Africa (pdf). აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (1991). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2014.
- ↑ Birkby, Robert (1 თებერვალი, 2009) Mountain Madness: Scott Fischer, Mount Everest & a Life Lived on High. Citadel, გვ. 116–117. ISBN 978-0806528762. ციტირების თარიღი: October 9, 2014.