ბალასტის წყლის მენეჯმენტის კონვენცია
საერთაშორისო კონვენცია გემების ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის შესახებ (ინგლ. International Convention for the Control and Management of Ships' Ballast Water and Sediments; ასევე ცნობილი, როგორც ბალასტის წყლის მენეჯმენტის კონვენცია; ინგლ. Ballast Water Management Convention; ან BWM კონვენცია; ინგლ. BWM Convention) ― 2004 წლის საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულება. კონვენცია ხელმომწერი დროშის სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ მათი დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისი უნდა იყოს.[2] კონვენცია ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ზიანის მომტანი ორგანიზმების მოხვედრის აღკვეთასა და ბალასტის წყლის დაცლისას გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად.[2] 2024 წლიდან ხომალდებს D2 სტანდარტის შესაბამისი, დამტკიცებული Ballast Water Management Treatment System უნდა ჰქონდეთ. არსებულ ხომალდებზე შესაბამისი სისტემა უნდა დაინერგოს, რომლის განთავსებაც თითო ხომალდს 5 მლნ. ამერიკულ დოლარამდე დაუჯდება.[3] 2021 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, კონვენციის მონაწილეა 86 სახელმწიფო.[1]
ბალასტის წყლის მენეჯმენტის კონვენცია
| |
---|---|
საერთაშორისო კონვენცია გემის ბალასტის წყლისა და ნალექების კონტროლისა და მენეჯმენტის შესახებ
| |
ხელი მოეწერა | 13 თებერვალი, 2004 |
ადგილი | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ძალაში შევიდა | 8 სექტემბერი, 2017 |
მხარეები | 86 (15 ივლისი, 2021)[1] |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური |
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- N. Anwar & Dr. L. Churcher, Ballast Water Management: Understanding the regulations and the treatment technologies available, 7th Edition, Witherby Publishing Group, 2016.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Status of Conventions. IMO. ციტირების თარიღი: 29 July 2021
- ↑ 2.0 2.1 BWM Convention. International Maritime Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 2, 2017. ციტირების თარიღი: July 7, 2017
- ↑ BWM Convention: counting the cost. Ballast Water Treatment Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2017. ციტირების თარიღი: July 7, 2017