ბალადანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); ქედის კომუნის ქუჩიდან ციხისძირის I შესახვევამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბალანდანის შესახვევი, თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში შეტანილია როგორც კომკავშირის III შესახვევი, 1960 და შემდგომი წლების ცნობარებში — როგორც ბალადანის ქუჩა.

ბალადანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ნავთლუღი
წინა სახელები ბალანდანის შესახვევი, კომკავშირის III შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება