ბაკალის რაიონი (ბაშკ. Баҡалы районы; რუს. Бакалинский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ბაკალი, რომელიც მდებარეობს უფიდან 173 კილომეტრში.

ბაკალის რაიონი
Бакалинский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ბაკალი[1]
კოორდინატები 55°10′35″ ჩ. გ. 53°48′10″ ა. გ. / 55.17639° ჩ. გ. 53.80278° ა. გ. / 55.17639; 53.80278
დაარსდა 20 აგვისტო, 1930
ფართობი 1951 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 26 772 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 13,72 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა კრიაშენები, თათრები, რუსები, ბაშკირები
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
სატელეფონო კოდი +7 34745
ოფიციალური საიტი http://www.bakaly.ru
ბაკალის რაიონი — რუსეთი
ბაკალის რაიონი

გეოგრაფია

რედაქტირება

ბაკალის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ილიშევის რაიონი. აღმოსავლეთიდან - ჩეკმაგუშევის რაიონი, სამხრეთიდან - შარანის რაიონი, ხოლო დასავლეთიდან - თათრეთი. რაიონის ფართობია 1 951 კმ².

რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: თათრები — 53,4 %, რუსები — 22,3 %, ბაშკირები — 17,3 %, ჩუვაშები — 3 %, მარიელები — 2,7 %, სხვა ეროვნების პირები — 1,1  %[2].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ბაკალის რაიონში არის 96 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 17 სასოფლო დასახლებაში[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება