ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაით ალ-ფაქიჰი ან ბეით ალ-ფაქიჰი (ძველ. ბეთელფაგაი;[1] არაბ. بيت الفـــقية Bayt al-Faqīh, 'იურისტის სახლი') — ქალაქი ჰოდეიდის მუჰაფაზას ტერიტორიაზე იემენში. ქალაქი მდებარეობს პილიგრიმებისა და სავაჭრო მარშრუტის გაყოლებაზე თიჰამას ველზე ჰოდეიდა და თაიზს შორის. ქალაქი მდებარეობს ჰოდეიდადან 50 კილომეტრი სამხრეთის მიმართულებით და იემენის დედაქალაქ სანადან 150 კილომეტრის რადიუსში სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 122 მეტრზე. 1994 წლის აღწერით, მისი მოსახლეობა შეადგენს 28 773 ადამიანს, ხოლო 2005 წლის აღწერით 41 652 ადამიანს.

ქალაქი
ბაით ალ-ფაქიჰი
بيت الفـــقية

ბაით ალ-ფაქიჰის ბაზარი
ქვეყანა იემენის დროშა იემენი
რეგიონი არაბეთის ნახევარკუნძული
კოორდინატები 14°31′00″ ჩ. გ. 43°19′00″ ა. გ. / 14.51667° ჩ. გ. 43.31667° ა. გ. / 14.51667; 43.31667
მმართველი
  • გუბერნატორი:
ალ-ჰუდიდას საგუბერნიო
ცენტრის სიმაღლე 151 მეტრი
მოსახლეობა 41 652 (2005)
სასაათო სარტყელი UTC+3
ბაით ალ-ფაქიჰი — იემენი
ბაით ალ-ფაქიჰი

სახელწოდება

რედაქტირება

ბაით ალ-ფაქიჰი დაარსდა განახლებული რასულიდების ეპოქის იურისტის, აჰმად იბნ უჯაილის მიერ, რომელიც ქალაქში ასწავლიდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.[2] მე-15 საუკუნის ავტორი აჰმად ალ-შარჯი წერდა: „აქ არცერთი სოფელი არ არებობდა ფაქიჰის დაარსებამდე. როდესაც იგი დასახლდა ამ ადგილას, ხალხი მოვიდა მასთან ახლოს საცხოვრებლად.“[2] თავდაპირველად, ადგილს ეწოდებოდა ბაით ალ-ფაქიჰ აჰმად იბნ ʽუჯაილი, რომელიც მოგვიანებით შემოკლდა ბაიათ ალ-ფაქიჰად.[2] როდესაც აჰმად იბნ უჯაილი გარდაიცვალა 1291 წელს, იგი დაკრძალეს საოჯახო სასაფლაოზე და საფლავის გარშემო მავზოლეუმი ააშენეს.[2] მისი მავზოლეუმი მდებარეობს თანამედროვე ქალაქიდან მცირედით დასავლეთით და მთელი კომპლექსი გარშემორტყმულია პატარა კედლით.[2]

აჰმად იბნ უჯაილი სარგებლობდა განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობით რასულიდების სულთანთან, რომელმაც ბაით ალ-ფაქიჰი გაათავისუფლა გადასახადისგან.[2] ქალაქი ასევე ასრულებდა პოლიტიკური თავშესაფრის როლს აჰმად იბნ უჯაილის სიცოცხლის განმავლობაში და მის შემდეგ. მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი არის ცნობილი, სადაც რასულიდებმა დააპატიმრეს ვინმე, ვინც თავს აფარებდა ბაით ალ-ფაქიჰს: 1346 წელს ან 1347 წელს, ფაქიჰმა, სახელად ალი იბნ აბი ბაქრ ალ-ფარიქიმმა შეიფარა რასულიდების სულთანი ალ-მუჯაჰიდ ალი, მაგრამ სულთნის აგენტებმა „არ დააყოვნეს მისი დაპატიმრება“.[2] ეს მდგომარეობა გაგრძელდა მთელი მე-15 საუკუნის განმავლობაში, როდესაც აჰმად ალ-შარჯიმ დაწერა, რომ ბაით ალ-ფაქიჰი კიდევ სარგებლობდა გადასახადებისგან თავისუფლებით და თავშესაფრის როლს ასრულებდა.[2]

იბნ ბატუტამ მოინახულა იმ პიროვნების საფლავი, რომლის სახელიც ქალაქს ეწოდა, სახელგანთქმული იურისტი აჰმად ბ. მუსა ბ. ალი უჯაილი (1212-1291 წწ.).[3]

 
ზარანიგელი კაცი

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, ბაით ალ-ფაქიჰის მოსახლეობის უმრავლესობა მუშაობს ქსოვის ან საიუველირო მრეწველობაში, ქალაქი ისტორიულად იყო ცნობილი, როგორც ყავის ექსპორტის წყარო, მოჩას პორტის მეშვეობით. ზაიდიტების იმამებმა შექმნეს ერთიანი ყავის სავაჭრო ცენტრი მე-17 საუკუნის შუა ხანებში, და განვითარების ფიკზე, ცენტრმა მიიზიდა მრავალი ვაჭარი ჯიდადან, ბასრადან, სხვა ადგილებიდან.[4] ქალაქის პარასკევის ბაზარი არის ქალაქის ადრეული ყავის აყვავებული ვაჭრობის მოგონება.

დანიის არაბული ექსპედიცია

რედაქტირება
 
იემენის რუკა, კარსტენ ნიბურის ნახატი, 1763 წ.

ბაით ალ-ფაქიჰის შემოგარენში არის უდაბნო, რომელსაც ეწვივნენ დანიის არაბული ექსპედიციის მკვლევრები (1761–67 წწ.). იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი მდებარეობს თიჰამას დაბლობის შუაგულში, ბაით ალ-ფაქიჰი ასრულებდა შტაბ-ბინის ფუნქციას ტერიტორიის ყველა მიმართულების შესწავლის მიზნით. კერძოდ, კარტოგრაფმა კარსტენ ნიბურმა ქალაქი-უდაბნო ხანგრძლივი დაზვერვის მიზნით გამოიყენა, რათა იემენის რუკის შესაქმნელად ინფორმაცია შეეგროვებინა. რუკა ფართოდ გამოიყენებოდა მეოცე საუკუნემდე. როგორც რუკაზეა ნაჩვენები, ბეით ალ-ფაქიჰი არის მარშრუტების ცენტრალური გადაკვეთის წერტილი, რომელიც ლოჰეას, სანასა და მოჩას აკავშირებს ერთმანეთთან.

როგორც აღწერილია ტორკილდ ჰანსენის ექსპედიციის ისტორიულ მოთხრობაში:[5]

 
„... მოვაჭრეები ჰეჯაზიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, თურქეთიდან და მაროკოდან, მართლაც, სპარსეთიდან და ინდოეთიდანაც კი მოვიდნენ ბეით ელ-ფაქიჰში ყავის შესასყიდად; მიუხედავად ამისა, ქალაქს არ ჰქონდა სიმდიდრე. სულ რამდენიმე ქვისგან ნაშენი სახლი იყო; მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობდა ჩალის ქოხებში, რომლებიც შემთხვევით აშენდა გზააბნეულ ვიწრო მტვრიან ქუჩაზე, სადაც ყავით მოვაჭრეების აქლემები გადი-გამოდიოდნენ.“
  1. Wild, Antony (2005). Coffee: A Dark History. W. W. Norton, გვ. 105. ISBN 0-393-06071-3. ციტირების თარიღი: 2010-06-21. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Mochtari de Pierrepont, Zacharie (2014). "Aḥmad Ibn ʿUjayl and Bayt al-Faqīh: the birth of a sacred site". Proceedings of the Seminar for Arabian Studies. 44: 287–97. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021.
  3. Battutah, Ibn (2002) The Travels of Ibn Battutah. London: Picador, გვ. 84–85,306. ISBN 9780330418799. 
  4. Um, Nancy (2017). Shipped but Not Sold: Material Culture and the Social Protocols of Trade during Yemen's Age of Coffee. Honolulu: University of Hawai'i Press, გვ. 3–4. ISBN 9780824866402. 
  5. Hansen, Thorkild (1962). Arabia Felix: The Danish Expedition of 1761-1767. New York Review Books, გვ. 227. 

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება
  • "ჰოდეიდა" ინფორმაცია ბაით ალ-ფაქიჰის შესახებ Yemen Old Splendor Tours-ზე
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაით_ალ-ფაქიჰი“-დან