ბაიამონი (პუერტო-რიკო)

ბაიამონი (ინგლ. Bayamón) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. სან-ხუანის გარეუბანი. მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპირო დაბლობზე, აგვას-ბუენასისა და კომერიოს ჩრდილოეთით, ტოა-ბახისა და კატანიოს სამხრეთით, გვაინაბოს დასავლეთით და ტოა-ალტისა და ნარანხიტოს აღმოსავლეთით. მოიცავს 11 ბარიოსა და ბაიამონ-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). შედის სან-ხუანი-კაგვასი-გვაინაბოს მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის შემადგენლობაში. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ბაიამონი მეორე ადგილზეა როგორც მეტროპოლიტენური ტერიტორიის, ისე პუერტო-რიკოს მასშტაბით.

დასახლებული პუნქტი
ბაიამონი
ესპ. Bayamón
დროშა გერბი

ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
რეგიონი პუერტო-რიკო
კოორდინატები 18°23′00″ ჩ. გ. 66°09′00″ დ. გ. / 18.38333° ჩ. გ. 66.15000° დ. გ. / 18.38333; -66.15000
დაარსდა 22 მაისი, 1772
ფართობი 70.199629 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 101 მეტრი
მოსახლეობა 185 187 (1 აპრილი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 787
საფოსტო ინდექსი 00956, 00957, 00958, 00959, 00960 და 00961
ოფიციალური საიტი https://www.municipiodebayamon.com/
ბაიამონი (პუერტო-რიკო) — პუერტო-რიკო
ბაიამონი (პუერტო-რიკო)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება