ბათუმის ტროლეიბუსი
ბათუმის ქუჩებში პირველი ტროლეიბუსები 1978 წლის 6 ნოემბერს გამოჩნდა. ქსელი თან და თან ფართოვდებოდა და მაქსიმალურ სიდიდეს 1985 წელს მიაღწია, როცა მოქმედებთა 3 მარშრუტი 41 კმ სიგრძით და 41 მოძრავი ერთეულით. 1993 წელს გაუქმდა №3 ხაზი. 2002 წელს ასევე გაუქმდა №1 მარშრუტი, ხოლო 2005 წელს გაუქმდა ხაზი №2, რითაც ბათუმის ტროლეიბუსმა არსებობა შეწყვიტა.
მოძრავი შემადგენლობა
რედაქტირებაბათუმში ექსპლუატაციაში იყო რუსული წარმოების ტროლეიბუსები ЗиУ-682 (დაახლ. 60 ცალი), ჩეხოსლოვაკიური Škoda 9Tr (მიღებულ იქნა 16 ცალი) და Škoda 14Tr (ორიცალი, რომლებიც შეისყიდეს 1980-იანი წლების ბოლოს). 1985 წელს ბათუმმა თბილისისგან მიიღო 6 ცალი მეორადი ტროლეიბუსი Škoda 9Tr. 2003 წელს ბათუმის ტროლეიბუსის მოძრავ შემადგენლობას წარმოადგენდა 2 Škoda 9Tr, 3 ЗиУ-682 და 2 უმოქმედო Škoda 14Tr.
საქართველოს ტროლეიბუსის სისტემების სია
რედაქტირება- ბათუმი (გაუქმებულია)
- გორი (გაუქმებულია)
- ზესტაფონი (შეწყდა მშენებარე)
- ზუგდიდი (გაუქმებულია)
- თბილისი (გაუქმებულია)
- ოზურგეთი (გაუქმებულია)
- რუსთავი (გაუქმებულია)
- სამტრედია (გაუქმებულია)
- სოხუმი (მოქმედია)
- ფოთი (გაუქმებულია)
- ქობულეთი (შეწყდა მშენებარე)
- ქუთაისი (გაუქმებულია)
- ცხინვალი (გაუქმებულია)
- ჭიათურა (გაუქმებულია)
ლიტერატურა
რედაქტირება- KLEMENT, Radim. Konec trolejbusů v Gruzii. Československý dopravák. 2010, roč. IX., čís. 4, s. 40–44.