თამაზ ბათიაშვილი

ქართველი მევიოლინე
(გადამისამართდა გვერდიდან ბათიაშვილი, თამაზ)

თამაზ ალექსის ძე ბათიაშვილი (დ. 18 მარტი, 1941, თბილისი) — ქართველი მევიოლინე და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), პროფესორი (1986), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების წევრი.

თამაზ ბათიაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1941(1941-03-18) (83 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • პედაგოგი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1966 — ასპირანტურა (პროფესორი შ. შანიძის კლასი). 1963 მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტში (რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილეცაა) კონცერტმაისტერად, ხოლო 1966 წლიდან — საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან ერთად კონცერტებს მართავდა ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და საზღვარგარეთ (გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, იტალია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, ჩეხოსლოვაკია, საბერძნეთი და სხვა). 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1971) და ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1973, ბუდაპეშტი, კვარტეტის სხვა წევრებთან — კ. ვარდელთან, ო. ჩუბინიშვილთან, ნ. ჟვანიასთან ერთად).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება