დიმიტრი ბათიაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბათიაშვილი, დიმიტრი)

დიმიტრი (დიმა) ირაკლის ძე ბათიაშვილი (დ. 27 თებერვალი, 1940, თბილისი — გ. 16 ივნისი, 2007, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი. პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილის მამა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო ფილმები: "ფანჯარა" (1965), "გია და ზურა" (1965), "ქერათმიანი ქალიშვილი" (1968), "ბავშვობა" (1970), "მჭედელი" (1971), "სერგო ზაქარიაძე" (1972), "სვანეთი" (1974), "ავლიპი ზურაბიშვილი" (1975, დიდი პრიზი, პრემია და დიპლომი ბათუმში ქართული ფილმების რესპუბლიკურ კინოფესტივალზე, 1976), "სიმებიანი კვარტეტი" (1976), "შნო" (1977), "არასერიოზული კაცი" (1980, 3 პრიზი ერევანში სატელევიზიო ფილმების IX სატელევიზიო ფილმების IX საკავშირო კინოფესტივალზე, 1981), "ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან" (1984), "ცარიელი ბინა" (1987) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 328, თბ., 1997