ბაზრის ხიდი (ტომსკი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაზრის ხიდი (რუს. Базарный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი ტომსკში, მდინარე უშაიკაზე. აგებულია 1864 წელს. ხიდი პრაქტიკულად წარმოადგენს რკინა-ბეტონის წყალგამტარ მილს, რომელიც მდინარე უშაიკის წყალს ატარებს ბატენკოვის მოედნის რაიონში, იქ სადაც ერთმანეთს კვეთს ლენინის გამზირი და მდინარე უშაიკის სანაპირო. ბაზრის ხიდზე გაივლის ლენინის პროსპექტის ტრანსპორტის ნაკადის ძირითადი ნაწილი, აქვე აგებულია პატარა მოედანი შადრევნით, რომელსაც იყენებენ ტომსკის ოლქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დასადგმელად.

ბაზრის ხიდი
რუს. Базарный мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 56°29′07″ ჩ. გ. 84°56′52″ ა. გ. / 56.48528° ჩ. გ. 84.94778° ა. გ. / 56.48528; 84.94778
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა ტომსკი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია უშაიკა
გახსნის თარიღი 1864 წ.
ბაზრის ხიდი (ტომსკი) — რუსეთი
ბაზრის ხიდი (ტომსკი)
სურათები ვიკისაწყობში

პირველი ხის ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1864 წელს, როგორც 1818 წლიდან მოქმედი დუმის ხიდის (თანამედროვე ქვის ხიდის წინამორბედი) დამხმარე ნაგებობა. იგი ასრულებდა დამხმარე ფუნქციას,[1] ამ დროისათვის კი მთავარი გზა გადიოდა თანამედროვე ქუჩებზე: როზა ლუქსემბურგის ქუჩა — მდინარე უშაიკის სანაპირო — საბჭოთა ქუჩა (ბატენკოვის მოედანი), დუმის ხიდით ქალაქის სამმართველოსა და საბჭოს გასწვრივ, მეშჩანთა გამგეობის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამლოცველოსა და ხარების ეკლესიის გასწვრივ.

ხიდმა საკუთარი სახელწოდება მიიღო მის ახლოს მდებარე ბაზრის მოედნის[2] გამო (ამჟამად ლენინის მოედანი). 1891 წელს ხიდი გადააკეთეს, თუმცა ისევ ხის მასალით[3].

1967 წელს ხის ხიდი ტომსკის ტრლოეიბუსის ხაზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გადააკეთეს რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების ხიდად[4].

2004 წელს ტომსკის 400 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარიმართა მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები: გააფართოვეს მილები, კეთილმოაწყვეს მდინარე უშაიკის სანაპირო და ა. შ.[5][6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება