ბავარიის სახელმწიფო არქეოლოგიური კოლექცია
ბავარიის სახელმწიფო არქეოლოგიური კოლექცია (გერმ. Archäologische Staatssammlung) 2000 წლამდე ცნობილი როგორც სახელმწიფო პრეისტორიული კოლექცია გერმ. Prähistorische Staatssammlung) - პრეისტორიის ცენტრალური მუზეუმი მიუნხენში, ბავარიის, რომელიც ითვლება ერთ -ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ კოლექციად და კულტურულ ისტორიულ მუზეუმად გერმანიაში.
ბავარიის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმი | |
---|---|
48°08′38″ ჩ. გ. 11°35′28″ ა. გ. / 48.143889° ჩ. გ. 11.591111° ა. გ. | |
დაარსდა | 1885 |
ქვეყანა | გერმანია |
მდებარეობა | ალტშტადტ-ლეელი |
ოფიციალური საიტი | http://www.archaeologie-bayern.de/ |
ისტორია
რედაქტირებამუზეუმი დაარსდა 1885 წლის 14 ოქტომბერს ფიზიოლოგისა და ანთროპოლოგის იოჰანეს რანკეს ინიციატივით, რომელიც იყო ლეოპოლდ ფონ რანკეს ძმისშვილი.[1] მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში მან შეაგროვა ბავარიული წარმოშობის პრეისტორიული ობიექტების კერძო კოლექცია და მოაწყო მათი გამოფენა იმავე წლის მარტ-აპრილში, რის შემდეგაც მან გადასცა აღნიშნული კოლექცია ბავარიის სამეფოს. მან, ასევე, დააარსა ბავარიის პრეისტორიული არტეფაქტების მუზეუმების ასოციაცია.[2]
იმავე შემოდგომაზე, სამეფო ეთნოგრაფიული მუზეუმი გაერთიანდა ახალ დაწესებულებასთან და ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის დახმარებით 1885-1886 ელებში შეიქმნა ფრანკონიის პატარა შვეიცარიის კოლექცია, რომელიც მოიცავდა არტეფაქტებს მათ შორის ტუმულიდან. თავდაპირველად მუზეუმი იყო პალეონტოლოგიური კოლექციის კონსერვატორიის დამოუკიდებელი განყოფილება ეთნოგრაფიის მუზეუმში (დღეს ბავარიის სახელმწიფო კოლექცია პალეონტოლოგიისა და გეოლოგიისათვის). 1889 წლის 7 თებერვალს, რანკეს მოთხოვნით, იგი გახდა ბავარიის სამეფოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კოლექციების გენერალური კონსერვატორიის დამოუკიდებელი ფილიალი. 1902 წელს მას დაარქვეს სახელმწიფოს ანთროპოლოგიურ-პრეისტორიული კოლექცია. ხოლო 1927 წელს გამოეყო ანთროპოლოგიის კოლექციიდან და 1935 წელს დაერქვა პრეისტორიული სახელმწიფო კოლექცია.[3]
ინსტიტუტის ფარგლებში კიდევ ორი დაწესებულება შეუერთდა პრეისტორიული და ადრეული ისტორიული აღმოჩენების შეგროვებასა და გამოფენას: ვერინ ფონ ობერბაიერნის ისტორიის გაერთიანება და ბავარიის ეროვნული მუზეუმის უძველესი ისტორიის განყოფილება. შესაბამისად, 1927 და 1934 წლებში, მათ თავიანთი საკუთრება გადასცეს რანკეს მიერ დაარსებულ დაწესებულებას.
კოლექცია თავდაპირველად იყო გამოფენილი ძველ აკადემიაში ან ვილჰელმინუმში, 1944 წელს საგამოფენო სივრცე განადგურდა. ომის შემდგომ იგი დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა; 1954 წელს დაუბრუნდა სახელი სახელმწიფო პრეისტორიული კოლექცია.[4]
1975 წლამდე ეს კოლექცია მდებარეობდა ბავარიის ეროვნულ მუზეუმში. 1976 წლის თებერვლიდან დაწყებული, მან გახსნა ერთი განყოფილება სპეციალურად შექმნილ შენობაში, ენგლიშერ გარტენში, ბავარიის ეროვნული მუზეუმის გვერდით. შენობა დამზადებულია რკინაბეტონისგან, ფოლადის ფილებით, რომელიც დაპროექტებულია ჰელმუტ ფონ ვერზის, იოჰან-კრისტოფ ოტოვის, ერჰარდ ბახმანისა და მიშელ მარქსის მიერ. ახალი შენობა იყო ჰანს-იორგ კელნერის მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაცია, რომელიც იყო სახელმწიფო პრეისტორიული კოლექციის კურატორი 1960 წლიდან 1984 წლამდე და ასევე, ბავარიის წინა და ადრეული ისტორიის მეგობართა ასოციაციის დამფუძნებელი 1973 წელს.
2000 წლის 11 მაისს მუზეუმს დაარქვეს "სახელმწიფო არქეოლოგიური კოლექცია", იმდროინდელი კურატორის, ლუდვიგ ვამსერის სურვილის შესაბამისად, რათა უკეთ ასახავდეს მის დანიშნულებასრ.[1] 2010 წელს ლუდვიგ ვამსერი შეცვალა რუპერტ გებჰარდიმ.
კოლექცია
რედაქტირებამუზეუმში განთავსებულია ბავარიის პრეისტორიის სახელმწიფო კოლექცია, რომელიც წარმოდგენილია პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანის, ურნფილდის კულტურის, ჰალშტატის კულტურის, კელტების ეპოქის, რომის იმპერიის, მიგრაციის პერიოდისა და ადრეული პერიოდის ძირითადადი ადგილობრივი ექსპონატებით. აქ მუდმივ ექსპოზიციაზე შეხვდებით მეზოლითურ აღმოჩენებს სპექბერგიდან, აიშშტატის მახლობლად, არტეფაქტებს მანჩის კელტური ოპიდიუმიდან და რომაული აბანოს ნაწილეს ნაპოვნს ტეგელბერგის დასახლებაში შვანგაუს მახლობლად.
საქმიანობა
რედაქტირებამუზეუმს აქვს საკუთარი საშუალებები არქეოლოგიური რესტავრაციისთვის, რათა დაიცვას აღმოჩენები შემდგომი დეგრადაციისგან და მოამზადოს ისინი სამეცნიერო შესწავლისთვის. გარდა ამისა, დაწესებულება ამოწმებს საეჭვო აღმოჩენებს იმის დასადგენად, არის თუ არა ისინი ნამდვილი, აჩვენებს მეთოდებს და ატარებს კვლევას უძველესი მასალების და თანამედროვე მედიისა და კონსერვაციის მასალების მახასიათებლების შესახებ.
სპეციალური გამოფენები
რედაქტირებამუდმივმოქმედ ექსპოზიციას ემატება სპეციალური გამოფენები სხვა მუზეუმებთან თანამშრომლობით, რომლებიც ჩვეულებრივ ტარდება ყოველწლიურად. ეს გამოფენებია:
2001: "მაგია, მითი, ძალა - ძველი და ახალი სამყაროს ოქრო"
2005 წელი: "ბიზანტიის სამყარო"
2006 წელი: "ჰერკულანიუმი - ბოლო საათები"
2008: "მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ლიმსი - რომის საზღვარი მაინთან"
2009: "ფუფუნება და დეკადენცია: რომაული ცხოვრება ნეაპოლის ყურეში"
2010: "ხალხი და საგნები - სახელმწიფო არქეოლოგიური კოლექციის 125 წელი"
ბავარიის სახელმწიფო გამოფენები წარმოდგენილი იყო არარეგულარული ინტერვალებით სხვადასხვა ინსტიტუტებთან პარტნიორობით. ესენი მოიცავდა:
1988: "ბაჯუვერენი - სევერინიდან ტასილომდე 488-788" (ბავარიები - სევერინუსიდან ტასილომდე, 488-788)
1993: "კელტური ათასწლეული"
2000: "რომაელები ალპებსა და ნორვეგიის ზღვას შორის - ევროპული სამხედრო ძალის ცივილიზებული მემკვიდრეობა"
ლიტერატურა
რედაქტირება- F. Ficker. "Im Dienst der ältesten Vergangenheit - achtzig Jahre Prähistorische Staatssammlung München". Unser Bayern 14 (1965) p. 85
- Hermann Dannheimer. 90 Jahre Prähistorische Staatssammlung München: aus der Geschichte des Museums und seiner Vorläufer. (Bayerischer Vorgeschichtsblätter 40) Munich: Beck, 1975.
- Hermann Dannheimer. Prähistorische Staatssammlung, Museum für Vor- und Frühgeschichte. Die Funde aus Bayern. Große Kunstführer 67/68. Munich: Schnell & Steiner, 1976. ISBN 978-3-7954-0588-5
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 "Die Prähistorische Staatssammlung unter neuem Namen: Zukünftig Archäologische Staatssammlung - Museum für Vor- und Frühgeschichte", Mitteilungen der Freunde der bayerischen Vor- und Frühgeschichte 95 დაარქივებული 2011-09-29 საიტზე Wayback Machine. September 29, 2011, at the Wayback Machine, 24 September 2000 (in German)
- ↑ "Das Museum als Ort der Politik. Münchner Museen im 19. Jahrhundert" PhD thesis, University of Munich, 2002, p. 190, note 695 (pdf) (in German)
- ↑ Richard Bauer and Wilhelm Volkert, Handbuch der bayerischen Ämter, Gemeinden und Gerichte 1799-1980, Munich: Beck, 1983, ISBN 978-3-406-09669-3, p. 219 (in German)
- ↑ Bauer and Volkert, pp. 219–20