ბავარიის მემკვიდრეობა

ბავარიის მემკვიდრეობა, ომი ბავარიის მემკვიდრობისათვის – ომი ავსტრიასა და პრუსია-საქსონიას შორის 1778-1779 წლებში. ბავარიის უშვილო კურფიურსტ მაქსიმილიან III იოზეფის (ვიტელსბახების საგვარეულოდან) გარდაცვალების შემდეგ (1777), ავსტრიის მთავრობამ შეძლო მიეღო მისი მემკვიდრის პფალცის კურფიურსტის კარლ თეოდორის თანხმობა ავსტრიისათვის ბავარიის მიწა-წყლის დაახლოებით 40 %-ის გადაცემის შესახებ. გერმანიაში ავსტრიის ჰაბსბურგთა პოზიციების გაძლიერებისათვის ხელის შეშლის მიზნით პრუსიამ 1778 წლის 5 ივლისს საქსონიასთან ერთად (საქსონიას პრეტენზია ჰქონდა ბავარიის ნაწილზე) დაიწყო ომი ავსტრიის წინააღმდეგ. პრუსია-საქსონიის ჯარები ფრიდრიხ II პრუსიელის და პრინც ჰაინრიხის მეთაურობით ჩეხეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაგრამ ვერ დაძლიეს ავსტრიის ჯარის წინააღმდეგობა და 1778 წლის სექტემბერში უკან დაიხიეს. რუსეთმა, საფრანგეთის მხარდაჭერით მეომარი მხარეები აიძულა საზავო მოლაპარაკება დაეწყოთ. 1779 წლის ტეშენის ზავით ავსტრიამ მიიღო ბავარიის ნაწილი – ინის ოლქი. დანარჩენი მიწები პფალცის კურფიურსტს დაუბრუნდა. ბავარიაში პფალცელი ვიტელსბახების შტო დამკვიდრდა.

ლიტერატურა

რედაქტირება