ბაგრატ III-ის მონეტა — ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის (975–1014) ვერცხლის უნიკალური მონეტა (წონა — 1,78 გ, დიამეტრი — 23 მმ). აღმოჩენილია თბილისში 1863 წელს. შუბლზე დამახინჯებული არაბული ზედწერილია „არ არს ღმერთი გარდა ერთისა, არ ჰყავს მას თანაზიარი“; ზურგზე მოთავსებული არაბული წარწერას „მაჰმადი ღვთის მოციქულია“, ირგვლივ დაქარაგმებული ქართული ასომთავრულით შემოუყვება: „ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე“. მონეტა ინახება ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).

ბაგრატის მონეტა

ლიტერატურა

რედაქტირება