ბაგრატ მამფალი (გ. 911) — ძე სუმბატ არტანუჯელისა, ანთიპატისა. დარჩა ძეები: აშოტ, დავით ერისთავთერისთავი, ადარნასე (ბერობაში ბასილი) და გურგენ ერისთავი.

ბაგრატიონების გვარის გენეალოგიური ხე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით

საისტორიო წყაროები

რედაქტირება
 
„და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ძე სუმბატისი ქრონიკონსა რ~კ~თ, თუესა აპრილსა :კ: დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერის-თავი, აშოტ და დავით.“
(ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა)

ვახუშტი ბატონიშვილის გენეალოგიური ხის მიხედვით ბაგრატ მამფალი გარდაიცვალა 909 წელს.

ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული „სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ“ გვეუბნება: „§ 53. და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი, ძე სუმბატისა, ქორანიკონსა რკთ (═129, ე. ი. 909), თუესა აპრილსა კ (═20), დღესა აღვსებისა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ ედვა მას, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით.[1]

მატიანეს მიხედვით ბაგრატ მამფალი გარდაიცვალა რ~კ~თ (129) ქორონიკონს, „კ“ (20) აპრილს, აღვსება (აღდგომა) დღეს.

  • აღდგომა დღე ძვ. სტ. 20 აპრილს იყო: 895, 900, 979 წლებში.
  • აღდგომა დღე ძვ. სტ. 21 აპრილს იყო: 827, 911, 922 წლებში.

საისტორიო წყაროებში მოხსენიებული დღეები და წლები წარმოდგენილია ძველი აღიცხვის წესით, რაც ასტრონომიული კალენდრის მიხედვით 1-ით მეტს ნიშნავს. მაშასადამე ასტრონომიული კალენდრის შესაბამისად, ისტორიული 20 აპრილი ექვივალენტურია ასტრონომიული 21 აპრილის, რაც სააღდგომო გამოთვლებით შეესაბამება ასტრონომიულ 911 წელს, ხოლო ისტორიული გაანგარიშებით ის 910 წელია. იქიდან გამომდიანარე რომ ქორინიკონი 1 იანვარს არ იწყებოდა, არამედ რამდენიმე თვის დაგვიანებით, შესაბამისად პერიოდი 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგენდა ორი ქორონიკონის ნაწილს (ერთის ბოლოს და მეორის დასაწყისს).

ბაგრატ მამფალი, გარდაიცვალა ასტრონომიული კალენდრით 911 წლის 21 აპრილს, აღდგომა დღეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

დავით სუმბატის ძის ქრონიკა, „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“

  1. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდი: 65.