ბაგირ-ხანი (დ. 1862 — გ. 1915) — რევოლუციური რაზმების (ფედაების) ხელმძღვანაელი თავრიზში ირანის რევოლუციის დროს (1905-1911), ირანის სახალხო გმირის სათარ-ხანის თანამებრძოლი. ხელობით კალატოზი. მონაწილეობდა შაჰის ჯარებისა და ხანების რეაქციული რაზმებისაგან თავრიზის დაცვაში, რისთვისაც თავრიზის ენჯომენმა „სალარე-ე მელის“ („სახალხო წინამძღოლის“) წოდება მიენიჭა. პირველი მსოფლიო ომის დროს ბაგირ-ხანი ირანის ბურჟუაზიული ნაციონალისტების მხაეზე გამოდიოდა; მოკლეს ქურთებთან შეტაკების დროს შირინის რაიონში.

ბაგირ-ხანი

ლიტერატურა

რედაქტირება