ბაგვალალები, ბაგვალები, კვანადელები — დასავლეთ დაღესტანის მთიანეთში (წუმადისა და ახვახის რაიონები) მცხოვრები მცირე ეთნოგრაფიული ჯგუფი. საუბრობენ ბაგვალურ ენაზე. ეთნიკურად ახლოს დგანან ხუძებთან. დამწერლობა და ლიტერატურა ხუნძურ და რუსულ ენაზე აქვთ. მორწმუნე ბაგვალალები მუსლიმანი-სუნიტები არიან. რევოლუციამდე მათი ძირითადი საზომი ერთეული პატარა ოჯახი იყო. მეურნეობის ძირითადი დარგებია მესაქონლეობა და მიწათმოქმედება.

ლიტერატურა

რედაქტირება