ბაბანეურის წმინდა მარინეს ეკლესია
ბაბანეურის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში. დგას სოფლის დასავლეთით 500 მეტრზე, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6.7 X 4.2 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. კედლები შიგნიდან და გარედან ბათქაშითაა გასწორებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები ცოკოლზე დგას. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს, იატაკიდან 1,8 მეტრის სიმაღლეზე, თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია ნატეხი ქვით ნაგები გალავანი, რომლის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი - დასავლეთით ჩანს შესასვლელის წირთხლების მცირე ნაწილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 67.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19705