„ბაამიანი“XVI საუკუნის ქართული ლიტერატურის ანონიმური ძეგლი, ფირდოუსის „შაჰნამეს“ ერთ-ერთი გაგრძელების, პოემა „ბაჰმანნამეს“ (XII საუკუნე) ქართული პროზაული თარგმანი, არსებობს „ბაჰმანნამეს“ გვიანდელი, როგორც პოეტური, ისე პროზაული ვერსიები. ზოგი მათგანი „შაჰნამეს“ ტექსტშიცმოხვდა ინტერპოლაციის სახით. „ბაამიანს“ საფუძვლად უდევს „ბაჰმანნამეს“ XV საუკუნის სპარსული პოეტური ვერსია. მასში აღწერილია ისფენდიარის შვილის ბაჰმანის (ბაამანის) საფალავნო თავგადასავალი. ქართველი მთარგმნელი ზუსტად მისდევს ორიგინალს.

ლიტერატურა

რედაქტირება