ბაადურ მჭედლიშვილი

ბაადურ მჭედლიშვილი (დ. 3 მარტი, 1936, თელავი — გ. 7 იანვარი, 1992, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი, მხატვარი და პუბლიცისტი.

ბაადურ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1936
თელავი
გარდაცვალების თარიღი 7 იანვარი, 1992 (55 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება უმაღლესი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბაადურ მჭედლიშვილი დაიბადა 1936 წლის 3 მარტს, ქალაქ თელავში. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი გადასახლდა ქალაქ მინვოდში, ამის გამო მან სწავლა განაგრძო რუსულ სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის განხრით. აკადემიაში სწავლის დროს, დაინტერესდა არქეოლოგიით. იგი მონაწილეობას იღებდა ბიჭვინთის გათხრებში, ანდრია აფაქიძის ექსპედიციაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ გრაფიკოსად მუშაობა დაიწყო ისტორიის ინსტიტუტში, პარალელურად მონაწილეობას იღებდა ვანის გათხრებში და სხვა ექსპედიციებში. დაამთავრა ასპირანტურა არქეოლოგიის განხრით.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ძეგლთა დაცვის სამართველოს არქეოლოგიურ განყოფილებას.

ჰქონდა საჯარო გამოსვლები და აქვეყნებდა სტატიებს ისტორიული ძეგლების დათარიღებასთან დაკავშირებით.

გარდაიცვალა თბილისის ომის დროს 1992 წლის 7 იანვარს.[1] ბაადურ მჭედლიშვილის იდეებით თავიდანვე დაინტერესდნენ: თენგიზ მირზაშვილი, ზურაბ კიკნაძე და რამაზ პატარიძე. შემდგომ წლებში კი, სხვა მკვლევრებმაც გაიზიარეს მისი მოსაზრებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება