აჰმედ-ბეკ ბადალბეილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აჰმედ-ბეკ ბაშირ ოღლუ ბადალბეილი (აზერ. Əhmədbəy Bəşiroğlu Bədəlbəyli) (ფსევდონიმი: აჰმედ აღდამელი - აზერ. Əhməd Ağdamski) — აზერბაიჯანელი საოპერო მომღერალი (ლირიული ტენორი), თეატრისა და კინოს მსახიობი. ბადალბეკ ბადალბეილის ძმა, კომპოზიტორ აფრასიაბა ბადალბეილისა და რეჟისორ სამში ბადალბეილის ბიძა. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

აჰმედ-ბეკ ბადალბეილი
დაბადების თარიღი 5 იანვარი, 1884
შუშა
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 1954 (70 წლის)
ბაქო
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა საოპერო მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აჰმედ-ბეკ ბადარბეილი 1884 წლის 5 იანვარს ქალაქ შუშაში დაიბადა. ბავშვობიდან თეატრის მოყვარულთა წრეებსა და სახალხო დადგმებში მონაწილეობდა.[1]

მსახიობის სასცენო საქმიანობა 1910 წლიდან საქველომოქმედო საზოგადოება „ნიჯათის“ თეატრალურ ჯგუფში გამოსვლით იწყება. თავიდან ქალთა როლებს ასრულებდა. მოგვიანებით მამაკაცების როლების შესრულებაც დაიწყო. პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ქალთა როლების შესრულების გამო ხშირად იდევნებოდა. აჰმედ-ბეკ ბადალბეილიმ გვარი და საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. რამდენიმე წელი მირის სახელს ატარებდა. 1920-იანი წლების დასაწყისში ყარაბაღში დაბრუნდა, სადაც 1923 წელს ქალაქ აღდამში თეატრალური ჯგუფი ჩამოაყალიბა. 1934 წელს აღდაშში გადავიდა.[1]

1943 წელს აჰმედ აღდამელს „აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ წოდება მიენიჭა.

გარდაიცვალა 1954 წლის 1 აპრილს.

  1. 1.0 1.1 Əhməd Ağdamski დაარქივებული 2012-12-31 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (აზერბაიჯანული)