აჰმადნაგარი (ქალაქი)
ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში
(გადამისამართდა გვერდიდან აჰმედნაგარი)
აჰმადნაგარი, აჰმედნაგარი (ინგლ. Ahmednagar) — ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში, მდინარე სინაზე.
ქალაქი | |
---|---|
აჰმადნაგარი მარათ. अहमदनगर ურდუ احمد نگر | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | მაჰარაშტრა |
ოლქი | აურანგაბადი |
კოორდინატები | 19°05′00″ ჩ. გ. 74°44′00″ ა. გ. / 19.08333° ჩ. გ. 74.73333° ა. გ. |
ფართობი | 39.30 კმ², 936 ჰექტარი |
ცენტრის სიმაღლე | 649±1 მეტრი |
მოსახლეობა | 350 905 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 241 |
საფოსტო ინდექსი | 414001 |
მოსახლეობა — 350 905 კაცი (2011).[1] ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური. განვითარებულია ბამბსაწმენდი, ბამბეულის, ტრიკოტაჟის, ტყავის მრეწველობა, საყოფაცხოვრებო საგნების (სპილენძის ჭურჭლისა და სხვ.) ხელოსნური წარმოება.
დაარსდა 1493[2]/1494 წელს მისი დამაარსებელია აჰმად ნიზამ-შაჰი, ბაჰმანის სასულთნოს ერთ-ერთი მხედართმთავარი, რომელმაც თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა და აჰმადნაგარი თავის დედაქალაქად აქცია. ოდესღაც იყო აურანგაბადის სამეფოს მეორე დედაქალაქი.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 113.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აჰმადნაგარი (ქალაქი)“ ვიკისაწყობში.
- აჰმადნაგარი: ადგილები სტუმრობისათვის დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine.
- Ahmednagar Bus Stands Center Contact list დაარქივებული 2017-11-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cities having population 1 lakh and above. censusindia. The Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 29 December 2012.
- ↑ 2.0 2.1 აჰმადნაგარი // ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი [86 ტომად (82 ტ. და 4 დამატ.)], სპბ., 1890—1907.