აბუ ნასრ აჰმად ბაჰადირ ხანი (აზერ. Əbbun-nasr Əhməd Bahadır Xan; დ. 1476, სტამბოლი — გ. 13 დეკემბერი, 1497, ისფაჰანი) — ირანის შაჰი აყ-ყოიუნლუს დინასტიიდან

აჰმად გოდე
Gödək Əhməd
აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მე-6 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1497
მმართ. დასასრული: 1497
წინამორბედი: სულთან რუსტემი
მემკვიდრე: სულთან მუჰამედი (იეზდში)
ალვანდ-შაჰი (აზერბაიჯანში)
სულთან ქასიმი (დიარბექირში)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1476
დაბ. ადგილი: სტამბოლი
გარდ. თარიღი: 1497 (21 წლის)
გარდ. ადგილი: ისფაჰანი
მეუღლე: აინი შაჰ სულთანი
შვილები: ზეინალ აბედინ ბეი ბაიანდური
სრული სახელი: აბუ ნასრ აჰმად ბაჰადირ ხანი
დინასტია: აყ-ყოიუნლუ
მამა: უღურლუ მუჰამედ-ბეი
დედა: გევჰერ ხათუნი
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აჰმადი დაიბადა 1476 წელს, სტამბოლში. ის იყო უღურლუ მუჰამედ-ბეის, მეჰმედ II-ის ქალიშვილის, გევჰერ ხათუნის ვაჟი და უზუნ-ჰასანის შვილიშვილი.

1497 წელს, ტახტიდან ჩამოაგდეს მისი ბიძაშვილი, რუსტემი და მისი ადგილი აჰმადმა დაიკავა. მისი მმართველობის შესახებ არაფერია ცნობილი. მას დიდხანს არ უმეფია.

იმავე 1497 წლის 13 დეკემბერს, აჰმადი ბრძოლაში დაიღუპა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო სამ ნაწილად დაიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • An Universal history, from the earliest account of time, 6. cild, George Sale,George Psalmanazar,Archibald Bower,George Shelvocke,John Campbell,John Swinton
  • Ağqoyunlu - Encyclopedia Iranica
  • Hondmir, Habibü’s- Siyer, C. IV, s. 443
  • C.Kanat, “Ak-Koyunlular ve Toprak Reformları”, s. 876