აჰმადნაგარი (ქალაქი)

ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჰმადნაგარი.

აჰმადნაგარი, აჰმედნაგარი (ინგლ. Ahmednagar) — ქალაქი დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატში, მდინარე სინაზე.

ქალაქი
აჰმადნაგარი
მარათ. अहमदनगर
ურდუ احمد نگر
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მაჰარაშტრა
ოლქი აურანგაბადი
კოორდინატები 19°05′00″ ჩ. გ. 74°44′00″ ა. გ. / 19.08333° ჩ. გ. 74.73333° ა. გ. / 19.08333; 74.73333
ფართობი 39.30 კმ², 936 ჰექტარი
ცენტრის სიმაღლე 649±1 მეტრი
მოსახლეობა 350 905 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 241
საფოსტო ინდექსი 414001
აჰმადნაგარი (ქალაქი) — ინდოეთი
აჰმადნაგარი (ქალაქი)

მოსახლეობა — 350 905 კაცი (2011).[1] ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური. განვითარებულია ბამბსაწმენდი, ბამბეულის, ტრიკოტაჟის, ტყავის მრეწველობა, საყოფაცხოვრებო საგნების (სპილენძის ჭურჭლისა და სხვ.) ხელოსნური წარმოება.

დაარსდა 1493[2]/1494 წელს მისი დამაარსებელია აჰმად ნიზამ-შაჰი, ბაჰმანის სასულთნოს ერთ-ერთი მხედართმთავარი, რომელმაც თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა და აჰმადნაგარი თავის დედაქალაქად აქცია. ოდესღაც იყო აურანგაბადის სამეფოს მეორე დედაქალაქი.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Cities having population 1 lakh and above. censusindia. The Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 29 December 2012.
  2. 2.0 2.1 აჰმადნაგარი // ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი [86 ტომად (82 ტ. და 4 დამატ.)], სპბ., 1890—1907.