აჯაფსანდალი (აზერ. əcəbsəndəl) — კავკასიური სამზარეულოს კერძი (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული). მზადდება ბადრიჯნით, კარტოფილით, პომიდვრით, პილპილითა და სანელებლებით.[1]

აჯაფსანდალი

არსებობს ვარაუდი, რომ ამ კერძის დასახელება გამომდინარეობს თურქული ენიდან და ნიშნავს „რა მშვენიერი ხარ“[2]. თუმცა, ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

რეცეფტები

რედაქტირება

აჯაფსანდალი მზადდება აუცილებელი შემადგენლებისგან: ბადრიჯანი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ნიორი, ქინძი, ზეთი და მარილი გემოვნების მიხედვით. ზოგჯერ ამატებენ კარტოფილს და ცხარე წიწაკას.

ეს კერძი სხვადასხვა დასახელებით არსებობს ყველა კავკასიურ და თურქულენოვან ხალხებში. ამ კერძის ევროპული ანალოგია — ბოსტნეულის სოტე. ყოველ შემთხვევაში ამ კერძის დასამზადებლად საჭიროა ბადრიჯანი და სხვა აჯაფსანდალისათვის დამახასიათებელი პროდუქტები.

  1. (ინგლისური) Burford T. 2008, Georgia, Bradt Travel Guide, p. 69.
  2. Ажабсанда — Ты восхитительна! / Gurmaniya.uz — сообщество гурманов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2018-03-10.