ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია (საბერო)

ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას საბეროს უბნის სამხრეთით. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 5 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. გარეთა კუთხეებში და ალაგ-ალაგ ფასადებზე შირიმია გამოყენებული. შირიმისაა აღმოსავლეთ სარკმლის საპირეც. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კდლები და სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი.

შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია კარის დასავლეთ წირთხლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით დარბაზის გრძივი კედლებიდან მოკლე ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზეც თაღოვანი სარკმელია. აფსიდი გადახურული ყოფილა კონქით (შემორჩენილია მცირე ნაწილი) დასავლეთის ორივე კუთხის პილასტრი ორსაფეხურიანი ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება