ახმეტის ნინოწმინდის ეკლესია
ახმეტის ნინოწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას საბეროს უბანში, წყაროებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (7,3 X 5,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან და გარედან კარგად გათლილი და სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი შირიმის ფილებითაა მოპირკეთებული. ნაწილობრივ შემორჩენილია ეკლესიის მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარი (სიმ. 2,2-2,6 მ). დანარჩენი კედლები თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აფსიდში, რომელსაც გეგმით სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს, ვიწრო და მაღალი, შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 36.