ახმათგერ გარდაფხაძე

ახმათგერ ბუხულას ძე გარდაფხაძე (დ. 15 მაისი, 1943, ლეუშერი, ახლანდ. ლენტეხის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სამოქალაქო ავიაციის მფრინავი.

1983 წელს თბილისში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობისას იყო ხომალდ ტუ-134-ის ეკიპაჟის მეთაური. შტურმან ვლადიმერ გასოიანთან ერთად წინააღმდეგობა გაუწია გამტაცებლებს, რის გამოც საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით, ლენინის ორდენით და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლით (1984). პენსიაზე გასვლის შემდეგ იყო თბილისის საავიაციო საწარმოს პილოტი-ინსტრუქტორი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1987. — Т. 1 /Абаев — Любичев/.