ახვახელები
ახვახელები (საკუთარი სახელწოდება აშვადო) — ხუნძების მცირერიცხოვანი ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკაში, ახვახის, სოვეტსკოესა და სხვა რაიონებში. ენა — ახვახური, სალიტერატურო ენა — ხუნძური.
რუსეთის ფედერაციაში 6376 კაცი (2002), მათ შორის დაღესტნის რესპუბლიკაში 6362 (2002).[1] დაახლოებით 2600 ახვახელი ცხოვრობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
ანთროპოლოგიურად, ყოფითა და კულტურით ხუნძებს ენათესავებიან. ძირითადი საქმიანობა ძველთაგანვე — მეცხვარეობა. ახვახელები (ქალები) ნახშირში აზელილი ცვილისა და ბეწვისაგან ამზადებდნენ დაღესტანში ცნობილ ცვილის კოკებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-08.
ლიტერატურა
რედაქტირება- თ. ჩიქოვანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 103-104.