ახაშენის ეკლესია
ახაშენის ეკლესია — დარბაზული ეკლესია ასპინძის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ამაღლებულ ბუნებრივ ტერასაზე. ის განთავსებული არის ძველი ნამოსახლარის დასავლეთ კიდეზე.
ეკლესია არის დარბაზული ტიპის, შირიმის ქვით ნაგები და რესტავრაციის შედეგად თუნუქით გადახურული. დასავლეთ ნაწილში ერთი კედლის სახით შემორჩენილია მინაშენი და მასში ჩრდილოეთის მხრიდან შესასვლელი თაღის ნაწილი. ასევე შემორჩენილია დასავლეთის კედელში, რესტავრირებულ ნაწილში კარის სამხრეთ მხარეს ქტიტორის გამოსახულება, რომელსაც ეკლესიის მოდელი უჭირავს ხელთ და კარის ჩრდილო ნაწილში ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგის გამოსახულებიანი რელიეფი. ორივე რელიეფის ცალი მხარე დეკორირებულია ორნამენტებით. არქიტრავზე გამოსახული არის ჯვარი. ეკლესიაზე სამხრეთ ნაწილში შეიმჩნევა რესტავრაციამდელი კედლის სტრუქტურა, რომელიც ნაგები არის დიდი ზომის შირიმის ქვებისგან დუღაბზე. ეკლესიის ინტერირეი არის სადა და მოხატულობის კვალი არ შეიმჩნევა.
ექვთიმე თაყაიშვილმა 1902 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს მოინახულა და აღწერა ახაშენის ეკლესიაც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12088