ახატლის მაცხოვრის ეკლესია
ახატლის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ახატლის აღმოსავლეთით, მინდო
ახატლის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ახატლის აღმოსავლეთით, მინდორში, სოფელ ყარაჯლის მახლობლად. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია: ჩრდილოეთ კედელი თაღოვანი სარკმელითა, პილასტრით და ნახევარწრიული აფსიდის ნაწილი, მიწის პირამდეა დასული სამხრეთ და დასავლეთ კედლები. დასავლეთით შეიმჩნევა შესასვლელის კვალი. მოგვიანებით ეკლესიისთვის მიუდგამთ მინაშენი. მასში შესასვლელი დასავლეთითაა. კარის თავზე სარკმელია გაჭრილი. სადგომს შიგნით შეისრული ფორმის კამარა ხურავს. მთლიანადაა მორღვეული სახურავის საფარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 160.