ახალსოფლის სამაროვანი (ხაშური)
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ახალსოფლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სამხრეთით 1 კილომეტრზე, მოქმედი სასაფლაოს ტერიტოტიაზე, ე. წ. გორაკზე. თარიღდება გვაინდელი ბრინჯაოს ხანით. 1947 წელს მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა რამდენიმე ორმოსამარხი. მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა შავად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭელი. ზედაპირულად იპოვება ანალოგიური ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც სამარხული ინვენტარის ნაწილი უნდა იყოს. მასალის ნაწილი დაკარგულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 425.