ახალსოფლის მეოთხე ეკლესია
ახალსოფლის მეოთხე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიდამოებში. ძეგლი თარიღდება შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგები იყო უხეშად დამუშავებული ქვით კირის ხსნარზე. შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია, კედლები შემორჩენილია სხვადასხვა სიმაღლეზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე შემორჩენილია სარკმლის კვალი. აფისიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 355.