ახალსოფლის მეექვსე ეკლესია
ახალსოფლის მეექვსე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგები იყო უხეში თლილი ქვით კირის ხსნარზე. დანგრეულია — კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ფართო სარკმელია გაჭრილი. აფსიდის იატაკი, დარბაზის იატაკის მიმართ, ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდის მხრების ხაზზე შეინიშნება კანკელის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 355.