ახალი ჰოლანდია (თბილისი)
ახალი ჰოლანდია — უბანი მთაწმინდის რაიონში (ვერა), ვარდისუბნის დასავლეთით მაღლობზე მდებარე უბნის ყოფილი სახელი. მოიცავდა ახლანდელი ერეკლე ტატიშვილისა (ყოფილი ყაზბეგის) და დიმიტრი ბაქრაძის ქუჩების მიდამოებს. იხსენიება XIX საუკუნის II ნახევარში შედგენილ თბილისის გეგმებზე. აქ უწინ არსებობდა ტავერნა „ახალი ჰოლანდია“, ჩანს, უბნის სახელიც აქედან მოდის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 25, ISBN 978-99928-20-35-3.
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 19.