ერეკლე ტატიშვილის ქუჩა
ერეკლე ტატიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი); პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე იხსენიება ახალი ჰოლანდიის ქუჩის სახელწოდებით. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ყაზბეგის ქუჩა, 1991 წელს ერეკლე ტატიშვილის სახელი ეწოდა. აქვს 1 ჩიხი.
ერეკლე ტატიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვარდისუბანი |
წინა სახელები | ახალი ჰოლანდიის ქუჩა, ყაზბეგის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 169, ISBN 978-99928-20-35-3.