ახალი ქვეყანა
„ახალი ქვეყანა“ — ქართული ყოველკვირეული გაზეთი. ქართველ მუშათა პროფკავშირების ორგანო. გამოდიოდა 1907—1908 წლებში თბილისში, „მიწის“ ნაცვლად. აშუქებდა მუშათა პროფესიულ საკითხებს. სახსრების უქონლობის გამო გაზეთი დაიხურა. რედაქტორი-გამომცემლები ი. ფრანჩესკი და ს. ჭეიშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 94.