ახალი ქართლი
„ახალი ქართლი“ — ქართული პოლიტიკური, სამეურნეო და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1914—1915 წლებში გორში, კვირაში ორჯერ. უმთავრესად სასოფლო-სამეურნეო საკითხებს აშუქებდა. გაზეთში თანამშრომლობდნენ: თ. ჟორდანია, ნ. ლომოური, ი. გრიშაშვილი, გ. ქიქოძე, ა. გარსევანიშვილი და სხვები. რედაქტორი-გამომცემელი — დ. კარიჭაშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 93.