ახალდაბის სამარხი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ახალდაბის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, ადგილ ვირიტაფაზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. გამოვლინდა და განადგურდა მოქალაქე გ. ქებაძის სახლის საძირკვლის გაჭრის დროს. გადმოცემით სამარხში მიცვალებული ესვენა ფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა შავად გამომწვარი სხვადასხვა ზომის რამდენიმე თიხის ჭურჭელიც, შავადვე გამომწვარი, უხეხშეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 47.